|
2019-05-29 10:04:18, 983 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი აზერბაიჯანზე: პოლიტიკური მანიპულაციები, რომელიც ავნებს ორივე ქვეყანას, არავის სჭირდება
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისა და აზერბაიჯანის დიპლომატიის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ ხალხს აზერბაიჯანის სახელმწიფოს რესპუბლიკის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 100 წლის წინ, კავკასიის რეგიონმა გადადგა ძლიერი ნაბიჯები დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, დააღწია თავი ძველ იმპერია და აირჩია ევროპული და დემოკრატიული გზა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ კავკასიის ქვეყნები უფრო პროგრესული ქვეყნები იყვნენ, ვიდრე ბევრი სხვა, რადგან ჩვენთან ქალებს მინიჭებული ჰქონდათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. „1991 წელს ისევ ერთობლივად აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და შევუდექით განვითარების იმ გზას, რომელსაც დღემდე მივყვებით. ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია მეგობრობაზე საერთო ინტერესებზე და პირველ რიგში, დაფუძნებულია ხალხზე. იმ ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და იმ აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ეს ადამიანური ჯაჭვი აერთიანებს ორივე ქვეყანას. ასევე გვაერთიანებს კულტურა და ეკონომიკა. ჩვენი ქვეყნები ვითარდებიან ერთად შავსა და კასპიის ზღვებს შორის და ჩვენ გვაქვს საერთო გზა, როგორც ევროპისკენ, ასევე აღმოსავლეთისა და ჩინეთისაკენ. კავკასია დღეს სატრანსპორტო და სავაჭრო ქსელების განვითარების კუთხით ერთ - ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი ხდება. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ვიცავთ მეორე ქვეყნის სუვერენობასა და მთლიანობას. იმედი მაქვს, რომ გაეროში ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციას წელსაც დაუჭერთ მხარს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა საქართველო -აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება არსებობდეს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საზღვრების საკითხი. „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი განვითარების გზა, რადგან კავკასია არის და იქნება სტაბილური რეგიონი. შესაძლოა, ეს ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და მიმდინარეობს ზოგიერთი საკითხით მანიპულირება და ამ დღეებში გვესმის აჟიოტაჟი ზოგიერთ საკითხზე, რომელიც ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის კომისიებზე მოლაპარაკებების გზით წყდება. ეს 21 -ე საუკუნის მშვიდობიანი და ნორმალური გზაა. ვისაც სურს სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს. წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით. ეს პოლიტიკური მანიპულაციები ორივე ქვეყანას ავნებს, ავნებს კავკასიაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ეს არავის სჭირდება და ჩვენ ეს კარგად გვესმის, ამიტომ შევუდექით საბოლოო მიზნისათვის ერთობლივ მუშაობას. ამაზე ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც მისაღები, სწორედ ისაა მოლაპარაკებების ხიბლი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)