|
2019-05-29 10:00:53, 824 ნახვა
საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 28 მაისს კახეთის რეგიონში 765 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ოთხივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული. 28 ივნისს დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა.სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, 10:50 საათიდან 18:30 საათამდე საგარეჯოს,თელავის,გურჯაანის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა, 80 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)