|
2019-05-28 17:05:13, 846 ნახვა
საზოგადოება
დიდუბესა და დიღომში ათი სავარჯიშო სივრცე მოეწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის დიდუბესა და დიღმის მასივში დამატებით, ათი სავარჯიშო სივრცე მოაწყო. დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12, მე-2 კვარტლის მე-11, მე-4 კვარტლის მე-12, მე-5 კვარტლის მე-13 და 24-ე ა კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-5 ა, მე-7 და მე-15 კორპუსებთან, აკაკი წერეთლის გამზირის N55 ზ და ნინო ჯავახიშვილის ქუჩის N2 კორპუსებთან არსებულ მონაკვეთზე მოეწყო კაუჩუკის რბილი საფარი, ტერიტორია შემოისაზღვრა ბორდიურით, სავარჯიშო ზონა გადაიხურა და სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 176 536 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „გეო-გრინმა“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით განახორციელა. დიდუბის რაიონის გამგეობა ფიტნეს ზონების მოწყობას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მოსახლეობის მოთხოვნით, მიმდინარე წელს ტრენაჟორები ათ მისამართზე დამონტაჟდა, უახლოეს პერიოდში კი რაიონს დამატებით, ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე შეემატება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)