14:10 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 10:56:03, 1289 ნახვა

სამართალი
თელავში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

თელავში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლისა და სულხანიშვილის ქუჩების კვეთაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახნენ, შემდეგ კი, გაჩერებაზე მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ავტორი: ექსპრესნიუსი,

სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics