|
2019-05-27 16:24:48, 1037 ნახვა
საზოგადოება
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის დედა: ტკივილს ვერაფერი შემიმსუბუქებს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მადლიერი ვარ
„ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება“, - ამის შესხებ გორში, 9 წლის მოკლული გოგონას, ნანიკო ბერიაშვილის დედა, სოფო ბერიაშვილმა სასამრთლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, განაჩენი სამართლიანია და მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „მაინც ვერ დავმშვიდდი. ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება, მაგრამ მინიმალური რაც შეიძლება გააკეთოს საქართველომ ჩემი შვილისთვის ეს არის და ამ გადაწყვეტილების მადლობელი ვარ“, - აღნიშნა სოფო ბერიაშვილმა. ცნობისთვის, იაგო ნებიერიძე, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ნანიკო ბერიაშვილის სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოს პოლიციამ მოკლული ბავშვის ცხედარი იპოვა. მოგვიანებით ნებიერიძისთვის წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 141-ე მუხლიც დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დღეს კი მას უვადო პატიმრობა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)