08:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 16:17:53, 1471 ნახვა

კომენტარი
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამა: იაგო ნებიერიძის ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება

გორში, მოკლული 9 წლის ბავშვის მამა მიშა ბერიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა, კმაყოფილია.

მისი თქმით, ოჯახი უვადო პატიმრობას ითხოვდა.  

„სამართლიანი იყო რაც გადაწყდა. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება“, - აღნიშნა ნანიკო ბერიაშვილის მამამ.

ცნობისთვის, იაგო ნებიერიძე, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ნანიკო ბერიაშვილის სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოს პოლიციამ მოკლული ბავშვის ცხედარი იპოვა. მოგვიანებით ნებიერიძისთვის წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 141-ე მუხლიც დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics