05:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 14:47:10, 726 ნახვა

რეგიონი
სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 სოფლის მოსახლეობამ გორის მაგისტრალის გადაკეტვა სცადა

სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 სოფლის მოსახლეობამ გორის მაგისტრალი გადაკეტვა  სცადა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

დემონსტრანტები თავდაპირველად მერიასთან შეიკრიბნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს,  მოგვიანებით კი ცენტრალურ მაგისტრალთან გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც გორის მერმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ 16:00 საათისთვის მათთან შესახვედრად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდოდა.

 

ფოტო: "რუსთავი 2".





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics