|
2019-05-27 10:16:42, 785 ნახვა
საზოგადოება
28 მაისს გარეჯში, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია გაიმართება
გარეჯელი სასულიერო პირების განცხადებით, სამშაბათს, 28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია სახელწოდებით "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" იგეგმება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქართული, აზერბაიჯნული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება. „ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან. ამ აქციით გავაფრთხილებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ძალას, რომ არავის მიეცემა პროვოცირების საშუალება, ჩვენი დიდი სახლი არიოს და რეგიონს დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს. გვჯერა, რომ ამ დღეს გარეჯში ჩვენს გვერდით იქნებიან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები და მიწიდან, რომელიც ქართველებისთვის წმინდა და შეუფასებელია, ეტყვიან ისტორიულ სამშობლოს აზერბაიჯანს და მსოფლიოს, რომ ძმობას და მეგობრობას საზღვრები არ აქვს და ვერც გაუგებარმა, სავარაუდოდ, დაინტერესებული ძალების მართულმა პოლიტიკამ ვერ უნდა გადაფაროს“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)