2019-05-26 12:44:02, 891 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პოლიტიკური ნდობა და ინტერესი დღითიდღე მტკიცდება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო საქმეთამინისტრის დავით ზალკალიანისთვის გამოგზავნილ წერილში, ის საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე ამახვილებსყურადღებას, რაც, მისი თქმით, ორივე ქვეყნის ლიდერთა ძალისხმევისა და შრომის შედეგია.
„ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური ნდობა დღითიდღე მტკიცდება. ჩვენ ეფექტიანად ვთანამშრომლობთ ყველა დონეზე და უმნიშვნელოვანეს შედეგებსვაღწევთ „სარტყელისა დაგზის" ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში" - ნათქვამია წერილში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობაში არსებობს, ორ ქვეყანასშორის არსებულ თანამშრომლობას ახალ დონეზე გადაიყვანს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან