|
2019-05-25 11:48:25, 853 ნახვა
საზოგადოება
მეღვინე ქალები საქართველოდან Women in Wine Expo-ში მონაწილეობენ
ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა „Women in Wine Expo 2019" 23-24 მაისს ნიდერლანდებსა და ბელგიაში იმართება. გამოფენაში საქართველოდან 8 მეღვინე ქალი მონაწილეობს: „ქეთი ვაინი", „ბაიას ღვინო", „მარანი საჩინო", „მადამ ვაინი", „დემის მარანი", „ნინო მორის მარანი", „მირანდა ჩხეტიანი" და „თამარის ღვინო". სულ გამოფენაში 30 მეღვინე ქალი მონაწილეობს მსოფლიოს 8 ქვეყნიდან. გამოფენა ტარდება ორ ნაწილად: პირველი ნაწილი გაიმართა ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში, მეორე ნაწილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დღეს იმართება. ამასთან, როტერდამში გამოფენის დასრულების შემდეგ, ჰააგაში, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს შენობაში, მეღვინე ქალებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, ხოლო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სოფიო ყავლაშვილმა გამართა. „Women in Wine Expo 2019"-ში ქართველი მეღვინეების მონაწილეობის ერთ-ერთი მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოა. მსგავს გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)