|
2019-05-25 10:23:56, 1341 ნახვა
სამართალი
შსს-მ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს 1991 წელს დაბადებული ა.ნ., წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლო პროცესებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი. გამოძიება სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)