|
2019-05-23 16:53:14, 1288 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი ლარის კურსზე: ეს მოკლევადიანი რყევაა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მოკლევადიანი რყევაა. მინისტრის განმარტებით, ეროვნული ვალუტა მალე თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება. “როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტალური მაჩვენებელი კარგია, ამას, რასაკვირველია, ციფრებით ვასაბუთებთ. რომ ვამბობთ, რომ 3 წელია ზედიზედ მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, განახევრდა 2017 წელთან შედარებით, ეს არის ერთ-ერთი, რაც, ზოგადად კურსზე მოქმედებს ხოლმე. როდესაც ვამბობთ, რომ 3 წელია ზედიზედ ექსპორტი იზრდება, აპრილის მონაცემებით 30%-იანი ზრდა იყო, შარშან 25 თუ 24, ესეც ძალიან სერიოზული მაჩვენებელია. ამ მიმართულებით უნდა სვლა. ამის პარალელურად არის დედოლარიზაციის ღონისძიებები. სადაც დოლარზე დამოკიდებულება მცირდება. სრულად ალბათ დოლარზე დამოკიდებულება არ გაქრება, მაგრამ ეს ყველაფერი, ტენდენციები უნდა გაგრძელდეს. რასაკვირველია ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო დაცული ვიქნებით ყველა ტიპის მერყეობებისგან. მათ შორის , რა ხდება მეზობელ ქვეყნებში და მათ ვალუტასთან დაკავშირებით და ასევე სხვა ტიპის მსოფლიო ტრენდებში რა ხდება. შესაბამისად, ეს სწორი გზაა. მოკლევადიანი რყევები პრაქტიკულად ყველა ქვეყანას ახასიათებს, მით უმეტეს განვითარებად ქვეყნებს, ამავდროულად მცირე ეკონომიკის ქვეყნებსაც, ეს ნორმალური მოვლენაა. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის, ვიდრე მისი ბუნებრივი წონასწორული მდგომარეობაა, მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. რა თქმა უნდა, იგივეს ველოდებით ახლაც, არანაირი განსაკუთრებული სხვა რამ რა ხდება, ესაა მოკლევადიანი რყევა. მოკლევადიან რყევას არ აქვს მოკლევადიანი პასუხები, მოკლევადიან რყევებს აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც პასუხი. ამ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად და აღიარებულია არა მარტო ჩვენს მიერ და ჩვენი ციფრების მიერ, არამედ გამყარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით. კითხვაზე - ინარჩუნებდა თუ არა მთავრობა ლარის კურს ხელოვნურად არჩევნების პერიოდში, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს ვარაუდი ყოველგვარ რეალურ საფუძვლებს მოკლებულია. „რას ნიშნავს ხელით ეჭირა? ან მთავრობას არ უნდა დაეხარჯა, ან ეროვნული ბანკი უნდა ჩარეულიყო და დოლარი გაეყიდა. რომელიმე მოხდა? არ მოხდა. ერთდროულად როგორ შეიძლება მოედავო მთავრობას, რომ შენ ბევრ ფულს ხარჯავ და მეორე წამში მოედავო, რომ ბიუჯეტის შესრულება რომ არ არის სრულად, რომ არ იხარჯება ბიუჯეტი? რომელია მართალი, ხომ არ შეიძლება ორივე იყოს მართალი, არა? შესაბამისად, ბიუჯეტი სრულდება ისე, როგორც სრულდება, ათვისება კაპიტალურში იყო 96%-იანი დაახლოებით პირველი კვარტლის, ანუ არანაირი ზედმეტი ხარჯი არ გასულა. ეროვნული ბანკი ჩაერია თუ არა, ნახეთ და ნათლად ჩანს, რომ არ ჩაერია. აბა „ხელით უჭირავს“ მეტი რას ნიშნავს? არანაირი საარჩევნო ხარჯი არაა იმაზე მეტი, რაც არის ოფიციალურად ცნობილი და არანაირი ზედმეტი ხარჯი, მით უმეტეს ბიუჯეტიდან, არ გასულა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)