|
2019-05-23 13:34:50, 1000 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები 14 მისამართზე დასრულდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 14 მისამართზე განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხუთ მისამართზე ამორტიზებული წყალარინებისა და წყლის ქსელის რეაბილიტაცია მოახდინა. დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსსა და ქურდიანის ქუჩის N7-ში კი დაზიანებული კიბეები აღდგა. ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსისა და სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსის სადარბაზოებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. საცხოვრებელი შენობის ქანობიანი სახურავები შეიცვალა გორის ქუჩის N31-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 22-ე კორპუსში. აკაკი წერეთლის გამზირის კორპუსი N13-ის, აბასთუმნის ქუჩის N8-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ მისამართებზე ასევე, შეიცვალა დაზიანებული ლიფტები. აღნიშნული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 258 058 ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 25 ობიექტზე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)