04:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 13:30:57, 1076 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს გამოფენით აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული არქივი მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს გამოფენით აღნიშნავს.

საგამოფენო პავილიონში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია მოეწყო. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

გამოფენაზე პირადი არქივებში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოებია წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო.

მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

დღეს კი ეროვნული არქივის კინოთეატრში კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს" 2013 წელს არის გადაღებული და მერაბ კოსტავას ეძღვნება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics