|
2019-05-22 18:13:41, 1129 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სტუდენტის შესაძლო შევიწროვების ფაქტზე: ხელს არავის დავაფარებთ
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოს წევრის მიერ, რომელიც ამავდროულად ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორიც არის, სტუდენტი გოგონას მიმართ შესაძლო სექსუალურ შევიწროვებას ეხმაურება. საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ თუ დანაშაული დამტკიცდა, ლექტორს ხელს არავინ დააფარებს და ის კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. „მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ იძულებას, ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ შევიწროვებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი. ჩვენ გამოძიების შედეგებს დაველოდებით, ხელს არავის ვაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს“, - განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი გოგონა ლექტორს, რომელიც ამავდროულად ბათუმის საკრებულოს წევრია, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)