02:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 12:41:17, 647 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და დე-ფაქტო ხელისუფლება "საპრეზიდენტო არჩევნების" თარიღზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Apsnypress იუწყება. 

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში 25 აგვისტოს გაიმართება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდაპირველად ე.წ. არჩევნები 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნულმა თარიღმა "ოპოზიციის" უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან "პრეზიდენტობის კანდიდატის" ჯანმართელობის მდგომარეობა გაუარესდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი აქციას მართავდნენ და ე.წ. არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ითხოვდნენ. 

მოგვიანებით მათ დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა გამართეს. შეთანხმების შემდეგ მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს და საპროტესტო აქცია დასრულდა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics