|
2019-05-22 11:08:40, 1444 ნახვა
სამართალი
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა, ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგოს მტკიცებით, ლექტორი სოციალურ ქსელში მას სექსუალური ხასიათის შეტყობინებს წერდა და ამავე შინაარსის ფოტოებს უგზავნიდა. გარდა ამისა, სტუდენტის თქმით, ლექტორი მას "თამამი სელფის" გამოგზავნასაც სთხოვდა. მეორე კურსელმა მომხდარის შესახებ ფაქულტეტის დეკანსა და რექტორს უამბო, ასევე სამართალდამცველებსაც მიმართა. ის უკვე გამოკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლექტორი ბრალდებებს უარყოფს. ის ამჟამად მივლინებაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)