2019-05-21 14:26:32, 1123 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე NDI-ის კვლევაზე: ვისურვებდი, რომ რეიტინგის თვალსაზრისით, ყველა მინისტრი ჩემზე მაღლა იყოს
ვისურვებდი, რომ რეიტინგის თვალსაზრისით, ყველა მინისტრი ჩემზე მაღლა იყოს, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე NDI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, მას ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.
როგორც კალაძემ განაცხადა, მას საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე მოსახლეობასთან ინტენსიური შეხება აქვს.
„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან. ზუსტად ის დამოკიდებულება, რასაც მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის მოსახლეობისგან ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისურვებდი,რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით,გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება დადებითი და პირველ რიგში ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან