02:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 11:04:37, 954 ნახვა

საზოგადოება
NDI - მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% უარყოფითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 36% დადებითად აფასებს, 56% უარყოფითად, 6%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.

ამავე კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 53%-მა მთავრობის საქმიანობა ცუდად შეაფასა, ხოლო 44% -მა კარგად.

2018 წლის მარტში მოსახლეობის მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასება, ასევე უარყოფითი იყო. გამოკითხულთა 49% -ის მიერ მთავრობის საქმიანობა შეფასებულია ცუდად, ხოლო 45%-ის მიერ კარგად.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics