|
2019-05-21 10:49:06, 1271 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხზე არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროკავშირისა და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალური მინისტერიალის პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით. მინისტერიალის ფორმატის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ განიხილონ, როგორ ინერგება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ხელშეკრულება, რომელიც სამივე ქვეყანას გაფორმებული აქვს ევროკავშირთან. აღსანიშნავია, რომ არაფორმალური მინისტერიალის ერთ-ერთ სხდომაზე განხილული იქნება DCFTA ქვეყნების კომპანიების წარმატების მაგალითები. ამ მიზნით, კიევის მინისტერიალს სამივე ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა ხელს მოაწერეს ოქმს, რომლითაც ცვლილება შევა საქართველოსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში. აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელია იქნება როგორც უკრაინული, ასევე ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით, საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებულმა პროდუქციამ, უკრაინაში და/ან ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლოს ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. მაგალითად, თუკი უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი დღეს ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ, დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ორმხრივი შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ჩირილ გაბურიჩთან და უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრთან სტეფან კუბივთან.
(NS)
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)