13:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 21:21:53, 1318 ნახვა

სამართალი
შსს არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე:

1. სადახლოს 31-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ტ.ა.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით;

2. ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ პრეს მედია „სისროპის“ მოხალისე ოპერატორ გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი, რომელთაგან ამ ეტაპზე ყველა თავისუფალია. მათ შორის ადმინისტრაციული წესით (166-ე და 173-ე მუხლებით) განხორციელდა საინფორმაციო სააგენტო პრესა.ჯი-სა და I-TV-ის დირექტორის გიორგი კაპანაძის დაკავება. შსს-ში აღნიშნავენ, რომ ეს უკანასკნელი პოლიციის წინააღმდეგობისა და მოწოდებების მიუხედავად, ცდილობდა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანებსა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმებას ავტომანქანის კარისა და საბარგულის გახსნის გზით.

„გარდა ზემოაღნიშნულისა, 10-მდე ინციდენტის შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 ფაქტის შესწავლა.

პოლიცია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics