|
2019-05-19 21:11:23, 1540 ნახვა
სამართალი
„სრულიად ბრუტალურად გამომათრიეს საარჩევნო უბნიდან“ - ბოკუჩავა პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გამოაძევეს. როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცველებს შორის ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაციაც იყო. დეპუტატის თქმით, მას გამოძევების მიზეზად პირადობის მოწმობის არ ქონა დაუსახელეს, თუმცა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ეს დარღვევა არ არის და დღის განმავლობაში სხვადასხვა უბნებში მართვის მოწმობით უპრობლემოდ შედიოდა. „აქ იმყოფება უფორმო პოლიციელი, რომელიც მოვარდა და ყველაზე მეტად სწორედ ის ძალადობდა ჩემზე, თუმცა ერთი ადამიანი არ იყო, დაახლოებით ათი პოლიციელი მომვარდა, მათ შორის ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი ფაცაცია, რომლებმაც ძალის გამოყენებით, სრულიად ბრუტალურად გამომათრიეს უბნიდან, მაშინ როდესაც მე ვცდილობდი კომისიის წევრები გამერკვია კანონში. თუ მართვის მოწმობის გამოყენება აქ იყო პრობლემა, მაშინ რატომ არ იყო პრობელმა არაერთ უბანზე დღის განმავლობაში, რომელშიც გახლდით. ეს არის სრულიად სასაცილო, აბსურდული არგუმენტი, რომელიც მათ გამოიყენეს. უბრალოდ თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ მე ამ უბანზე არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან მეცხრე უბანი, არის სწორედ ის უბანი, სადაც მოხდა დაპირისპირება და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა ორი პირი და დააკავეს ისინი. ჩემმა გამოჩენამ გამოიწვია ძალიან სერიოზული პანიკა საუბნო კომისიის ხელმძღვანელობაში, გადაწყვიტეს, რომ დაერეკათ პოლიციაში და პოლიციელები არც კი გაერკვნენ სიტუაციაში ისე მეცნენ. მე ვთხოვდი, მოეცათ საშუალება, დამერეკა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, იმიტომ რომ მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკოში და გაეარათ მათთან კონსულტაცია, მაგრამ ეს არ ისურვეს. ეს იყო ფიზიკური ძალადობა პარლამენტის წევრზე“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)