00:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 19:46:35, 941 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი - ოჯახი ბედნიერია თუ ის კანონიერია, კანონიერი ოჯახი კი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან

ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ილია მეორემ პარაკლისის აღავლინა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობის მონაწილეებს მიმართა.

„უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი“, – მიმართა მრევლს ილია მეორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics