00:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 17:16:43, 1007 ნახვა

საზოგადოება
მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი აეროპორტების 26 მაისის თემათიკით გაფორმება დაასრულა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 26 მაისისთვის სამივე საერთაშორისო და ორივე ადგილობრივ აეროპორტში სადღესასწაულო ბრენდირება განხორციელდა.

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობისადმი შექმნილი საერთო ვიზუალებით არის ბრენდირებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. მთის სტუმრებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამბროლაურში ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება მესტიაშიც. ღონისძიებებთან დაკავშირებით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“  25 და 26 მაისს, მესტიის მიმართულებით ორი დამატებითი ავიარეისი დანიშნა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics