|
2019-05-16 15:28:54, 992 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება
"როდესაც ვერაფერზე ესაუბრებიან ამომრჩევლებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „თუ ვინმეს ინტერესშია, მშვიდი, მშვიდობიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეინარჩუნონ თავად სიმშვიდე და არ უზრუნველყონ ვითარების ხელოვნურად ესკალაცია. ეს არ შედის სამართლიანი არჩევნების ინტერესებში, მშვიდი, მშვიდობიანი არჩევნების ინტერესებში. ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს სწორედ ასეთი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ვიდეოები წინასაარჩევნო ტრადიციად იქცა. „ეს ფარული ჩანაწერები იქცა ჩვენი არჩევნების ლამაზ ტრადიციად. რა თქმა უნდა, ბრჭყალებში ლამაზ ტრადიციად. ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ქვეყნდება გარკვეული ჩანაწერები. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდო, რომ ჩაეძიონ ამ ინფორმაციას, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია, რამდენად არის საუბარი იქ ისეთ ფაქტეზე, რომელსაც სინამდვილეში შეიძლება, ჰქონოდა ადგილი. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ყველაფერს პასუხი. თუმცა, ეს „ლამაზი ტრადიცია“ ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)