22:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 12:25:43, 858 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის თანამშრომლები ტრენინგს - „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) სივრცითი დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში” გადიან

თბილისის მერიის თანამშრომლები ტრენინგში - „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) სივრცითი დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში” ჩაერთვნენ. ტრენინგის გახსნას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. 

მაია ბითაძის განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე მოდელის გაცნობა ყველა ჩართული მხარისთვის მნიშვნელოვანია. 

"ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგები ტარდება, როგორც მერიის, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, სივრცით დაგეგმარებაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე მოდელის გაცნობის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლების ცოდნა ამაღლდეს ასოცირების ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულების თვალსაზრისით", - აღნიშნა მერის მოადგილემ. 

ტრენინგი ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გაიმართა.

ტრენინგ-კურსის მიზანია, საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესაძლებლობების გაფართოება, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. 

სივრცითი დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან სექტორს, სადაც მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტები ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა წარმოადგენს ახალ ინსტრუმენტს და ამ მიმართულებით მწირია გამოცდილება, აღნიშნული ღონისძიება უაღრესად მნიშვნელოვანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. 

ორდღიან ტრენინგს ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო და ეროვნული კონსულტანტები ჩაატარებენ. მას როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები გაივლიან. 

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი სისტემის ძირითად პრინციპებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურებზე. ამ მიმართულებით ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics