|
2019-05-15 13:37:25, 1688 ნახვა
სამართალი
გასულ წელს ყველაზე მეტი სამართლებრივი დევნა ქურდობის, ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ფაქტებზე დაიწყო
2018 წელს 2017 წელთან შედარებით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გუშინ საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა. უწყების ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამ დანაშაულთან მიმართებაში დაფიქსირდა: ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 16 820 ადამიანის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.5%-ით აღემატება. ანგარიშის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამ დანაშაულთა მიმართებაში ფიქსირდება. ესენია - ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული. პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაზრდილია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, მუქარის, ძარცვის, მითვისება/გაფლანგვის, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ცივი იარაღის ტარების, ხულიგნობის, საზღვრის უკანონოდ კვეთის, ყალბი დოკუმენტის, შტამპის, ბეჭდის ან ბლანკის დამზადება-გასაღება ან გამოყენების, ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გატანის, ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივაციის მუხლებზე. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)