|
2019-05-15 09:47:07, 1575 ნახვა
სამართალი
შსს-მ ზუგდიდში, ფოტოგრაფზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე აღძრულია საქმე, ამ ეტაპზე კი დაკავებულია ერთი პირი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ განაცხადა, გამოძიება დაწყებულია 2 სისხლის სამართლის საქმეზე. „შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. ჩვენ ვსწავლობთ ყველა ინციდენტს, სადაც შესაძლოა არსებობდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მცირედი ნიშნებიც კი. ჩვენს მიერ დაწყებულია გამოძიება 2 სისხლის სამართლის საქმეზე: პირველი, ეს არის, მიმდინარე წლის 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევა და მისი ოჯახის წევრები მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღში, ერთ-ერთი კანდიდატის ფოტოგრაფზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით. გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი. აქტიურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. აქვე დავამატებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს - დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას, აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)