|
2019-05-14 14:28:04, 1546 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის გამწევი ძალა, რომელიც ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფასების მეთოდოლოგიასა და პირველად შედეგებზე იმსჯელეს სასტუმრო „რედისონში" გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მისი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის OECD-ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ETF-ის, ევროკავშირის, ასევე საქართველოს სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. „ეს არის საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფასება, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში, მასში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OECD და ასევე პარტნიორი ორგანიზაციები. პირველი შეფასება ჩატარდა 2016 წელს, სადაც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი პოზიცია დაიკავა და 12 ინდიკატორიდან შვიდში უმაღლესი შეფასება მიიღო. შესაბამისად, ამჟამად მიმდინარეობს პირველადი შედეგების განხილვა 2020 წლის ინდექსისთვის და იმედი მაქვს, მასში ასახული იქნება ის რეფორმები, რომლებიც 2016 წლის შემდეგ გატარდა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, უკვე გვაქვს უცხოელი ექსპერტებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურებები, მათ მიერ ასევე დასახელდა ის გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაზეც მუშაობა მიმდინარეობს. „შეფასება საშუალებას გვაძლევს სწორედ ამ მიმართულებით განვახორციელოთ ჩვენი ღონისძიებები, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მცირე და საშუალო ბიზნესის გარემო საქართველოში, რადგან სწორედ ეს არის გამწევი ძალა, რომელიც ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და შეფასებებში ჩართულ ყველა მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
(NS)
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)