|
2015-06-27 18:49:24, 351 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებებზე რამდენიმე შენიშვნა აქვს
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით მას რამდენიმე შენიშვნა აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვერსიის შემდეგ კანონში ბევრი ცვლილება შევიდა. „ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ძალიან მჭიდროდ ვართ ჩართული დიალოგში. მათი რეკომენდაციები მოსმენილი და მიღებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვერსიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა კანონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმ ინსტიტუტის, რომლის გამოყოფაზეც არ არის საუბარი, არამედ უფრო უფრო მეტი დამოუკიდებლობა იგულისხმება ამ კანონპროექტით. პირველი, გათვალისწინებული იყოს მისი მაქსიმალური დამოუკიდებლობა და მეორე პროფესიონალიზმის სტანდარტი, რომელიც იქ მომუშავე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. მათ შორის ბორდის წევრებს. ამ კუთხით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, ბევრი შესწორება შევიდა. პირველი მოსმენა არ ნიშნავს საბოლოო ვარიანტს. პირადად მე გამაჩნია რამდენიმე შენიშვნა, რომელსაც კანონპროექტის ავტორებს აუცილებლად გავუზიარებ. შევხვდები მათ და ვეცდები, რომ ეს პრინციპები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას. ასეთივეა პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მნისვნელოვანია, რომ მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რომ არ დაირღვას ამ სააგენტოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმის პრინციპები“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ კანონპროექტით რაიმე პრინციპის დარღვევა არ ხდება. „მაგალითად, როგორიც არის ბორდის წევრების გათავისუფლების საკითხი ამაზე სამუშაო რეჟიმში ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით და იმედი გვაქვს, რომ მიღწეული იქნება ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მაქსიმალურად მისაღები იქნება თუნდაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხის კომენტირებისას კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ეს სამწუხარო იქნება“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)