|
2015-06-27 17:30:33, 326 ნახვა
პოლიტიკა
ჰენრი კერალი: მნიშვნელოვანია, რომ ახალი საბანკო საზედამხედველო ინსტიტუტი დამოუკიდებელი იყოს
მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის სახმრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებების შემთხვევაში ახალი საბანკო საზედამხედველო ინსტიტუტი დამოუკიდებელი იყოს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ევროკაშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. „ჩვენს მიმართვაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. თუ ცვლილებები განხორციელდება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ინსტიტუტები დამოუკიდებელი უნდა იყოს. ცვლილებების განხორცილებების შემთხვევაში არ არის აუცილებელი ეროვნულ ბანკს საფრთხე შეექმნას. მთავარია ეს სტანდარტების გათვალისწინებით მოხდეს. ამისათვის ჩვენ ქართულ მხარეს ექსპერტების ჩართულობა შევთავაზეთ“,-განაცხადა ჰენრი კერალმა კერალმა. კითხვაზე თუ რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაცია ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დატოვებასთან დაკავშირებით, კერალიმ აღნიშნა, რომ ჯერ ამაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან პროცესი კვლავ გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)