00:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 13:38:20, 1444 ნახვა

რეგიონი
მეხანძრე-მაშველები თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

უწყების ინფორმაციით, ცოცხალი ძალა და სამაშველო ტექნიკა გადანაწილებულია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და ზოგიერთ შემთხვევაში, მისი მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

„მეხანძრე-მაშველებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება. ოპერატიული დახმარება გაუწიეს იმ ოჯახებსაც, რომლებსაც მეხანძრე-მაშველები პირდაპირი კომუნიკაციის გზით სხვადასხვა სოფელში ეკონტაქტებოდნენ და საჭიროებდნენ მაშველთა დახმარებას. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ანდრე ქუჯაიძე და მიმდინარე სამუშაოებს კოორდინირებას პირადად უწევს.

დატბორილ ტერიტორიებზე უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზების, ვითარების განმუხტვისა და მთის ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა.

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ დროისთვის რამდენიმე ობიექტზე ასრულებენ. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, ადიდებული მდინარეების მიმდებარედ, მიღებულია უსაფრთხოების ზომები და მიმდინარეობს შექმნილი ვითარების  უწყვეტი მონიტორინგი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics