|
2019-05-10 18:02:27, 1831 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი CPT-ს ანგარიშზე: მითითებულია, რომ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები შსს-ში არ დაფიქსირებულა
წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის დელეგაციის მიერ 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს. მათ შორის, ანგარიში ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობას. ანგარიშის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დეტალური განმარტება გააკეთა. „როგორც უკვე აღინიშნა, ამ ანგარიშში შეფასებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა. ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ კომიტეტი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, ანგარიშში ცალსახად არის მითითებული, რომ საანგარიშო პერიოდში, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაფიქსირებულა. ეს გახლავთ შედეგი იმ ძალისხმევისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გასული წლის განმავლობაში გასწია და ასევე, შედეგი იმ კონკრეტული ნაბიჯებისა, რომელიც ჩვენ კონკრეტული მიმართულებებით გადავდგით. კომიტეტმა პოზიტიურად შეაფასა სამხრე კამერებით პატრულ-ინსპექტორების აღჭურვა. ასევე, პოზიტიურად შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და პოლიციის აკადემიაში, ჩვენი თანამშრომლების, პოლიციელების მუდმივი გადამზადება. ასევე, საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირების უფლებების დაცვის მდგომარეობა. როგორც ადვოკატზე წვდომის, ისე თარჯიმანსა და სხვა სერვისებზე წვდომის ნაწილში. დადებითად არის შეფასებული ასევე, ამ სტრუქტურულ დანაყოფებში არსებული ინფრასტრუქტურა, ჰიგიენური პირობები და თანამშრომელთა კვალიფიკაცია. რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც გახლავთ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი და განმსაზღვრელი ინდიკატორი. რა თქმა უნდა, კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ, შესრულებული გვაქვს და ეს გახლავთ რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად მიმართულია არსებული სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ და რეკომენდაციები, რომლებიც პრინციპში თანხვედრაშია იმ რეფორმებთან, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს და რაც მომავალში გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)