11:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 10:35:55, 1690 ნახვა

კომენტარი
გიორგი შენგელია: სანდრა რულოვსს კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს - ნუ გაექცევა კონკრეტულ საკითხებზე საუბარს

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, მის ოპონენტს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსს საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეიტრალურ ფორმატში, დებატებს სთავაზობს, სადაც ყველა ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს.

გიორგი შენგელიამ სანდრა რულოვსი, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში დებატებში ორი დღის წინ გამოიწვია, თუმცა ის დებატებს არ თანხმდება და კანდიდატთან შეხვედრა განმუხურის ამფითეატრში სურს, სადაც შეხვედრა მისი და შენგელიას მხარდამჭერებთან ერთად მოხდება. რასაც "ქართული ოცნების" კანდიდატი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ზუგდიდელების დაპირისპირებას არ დაუშვებს.

,,ორდღიანი ფიქრის შემდეგ, ქალბატონმა სანდრამ გადაწყვიტა რიგით მოქალაქეებს ამოფარებოდა. ჯერ ტელეკომპანია იმედის ეთერში უარი განაცხადა ჩემთან ერთად ჩართვაზე, ხოლო შემდეგ, მე მას შევთავაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ ჩემი ოპონენტი გაურბის ჩემთან პირისპირ საქმიან დისკუსიას და ზუგდიდის მომავალზე კონკრეტულ საუბარს. ისინი ცდილობენ ხალხის დაპირისპირებას.

მე ზუგდიდელებს ერთმანეთს არ დავაპირისპირებ! მე ამ მიზნით არ შემითავაზებია დებატები. ჩემი მიზანი იყო, ზუგდიდელებს მოესმინათ ჩვენი კონკრეტული გეგმების შესახებ.

მე დავიბადე, გავიზარდე ზუგდიდში და არ დავუშვებ აქ არეულობას. მე ყველას მერი ვიქნები. მათ უნდათ რევანში, ჩვენ - მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა.

პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატი უნდა იყოს საქმიანი და მას აქვს თავისი ფორმა - ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მათ შორის ჰოლანდიაშიც და ასეა საქართველოშიც. მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას და მითუმეტეს ამ ცირკში რიგითი ზუგდიდელების გამოყენებას.

რა თქმა უნდა, თანახმა ვარ მოვიწვიოთ ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხმობის შემთხევაში, შეგვიძლია მოვნახოთ მაქსიმალურად ნეიტრალური ფორმატი, სადაც ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს შეეძლება კითხვების დასმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ზუგდიდელების და საერთო ეროვნულ დონეზე დააყენებს ჩვენი, როგორც კანდიდატების პასუხისმგებლობას ზუგდიდელების წინაშე.

ქალბატონ სანდრას კიდევ ერთხელ ვთავაზობ დებატებს და ნუ გაექცევა კონკრეტულ საკითხებზე და გამოწვევებზე საუბარს, რაც ზუგდიდელებს რეალურად აინტერესებთ”, - აცხადებს გიორგი შენგელია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
კახაბერ მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
მაჭავარიანი საიას მოგებულ საქმეზე - „ოცნების“ მთავრობის დროს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სარჩელი მოიგო.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics