|
2019-05-10 10:01:49, 1863 ნახვა
ეკონომიკა
იოსებ არჩვაძე - ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო
„დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო. მოხდა ეკონომისტთა მოსაზრებათა შეჯერება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან იმ პრობლემატიკასა და ძირითად მიმართულებებზე, რაზეც მუშაობს და აპირებს აქცენტის გაკეთებას აღნიშნული უწყება სამომავლოდ", - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იოსებ არჩვაძის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ აქცენტირებული ორი პრიორიტეტული საკითხი - ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა, სადღეისოდ ქართული საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი და აქტუალური პრობლემებია. „აღნიშნული საკითხების ირგვლივ გაშლილი დისკუსია გამოხატავდა დღეს საზოგადოებაში და მის ინტელექტუალურ ელიტაში დაგროვებულ ცოდნასა და რეკომენდაციებს და ვფიქრობ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული რეკომენდაციები, მოსაზრებები დაეხმარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკეთ წარმართოს თავისი აქტიური პოლიტიკა ინვესტირების, ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტების ჩამოყალიბებისა და მათთვის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)