17:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 12:05:16, 1129 ნახვა

საზოგადოება
განახლებული თბილისი ტურისტებისთვის საოცრად მიმზიდველი ქალაქი ხდება

კომპანია Azimut Yachts Georgia-ს დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფასებს და წერს, რომ დედაქალაქის განახლებული იერსახე მისი სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს.

ამასთან დაკავშირებით ის საკუთარ Facebook გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს და თბილისის დაუჯერებელ სახეცვლილებაში დეადაქალაქის მთავრობის, კერძოდ კი მერის, კახა კალაძის როლზე ამახვილებს ყურადღებას:

”მოკლედ, ამ ორ კვირაში მესამე პარტია სტუმრებს ვმასპინძლობ, როგორც ევროპიდან ისე მეზობელი ქვეყნებიდან, შესაბამისად მიწევს ისეთი მარშუტების არჩევა და ადგილების მონახულება, რომელსაც სტანდარტულად როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელი არ ვსტუმრობ ხოლმე, ლაპარაკი არ არის მხოლოდ ქალაქის ცენტრზე! როგორ არ ავღნიშნო თბილისის მერიის ღვაწლი იმ ყველაფერში რასაც ვაკვირდები და აკვირდებიან ჩემი სტურებიც, რაც ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას! იმდენი დეტალია შეცვლილი, ისეთი გამწვანებებია გაკეთებული, რეაბილიტირებულია შენობები უბნების დონეზე, წარმოუდგენლად გაუმჯობესებულია სანიტარული მდგომარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული! რაც მთავარია ამ ყველაფერს ეტყობა ხარისხი, ასევე აღსანიშნავია სამართალდამცავების მუშაობაც. მოკლედ ძალიან მაგარი მერი გვყავს მის გუნდთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილს დანახვა და გაფრთხილება სჭირდება!“, - წერს გიორგი ჩიკვაიძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics