06:10 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 12:06:56, 1348 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: თუ სახელმწიფო ამბობს, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, მაჩალიკაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდეს?!

თუ სახელმწიფო დადასტურებულად ამბობს, რომ საქმე აქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, მაჩალიკაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს არანაირი საერთო არ აქვს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან.

„რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერებს, ცხადია თუ ეს ავთენტურია, ძალიან მძიმე რამეა. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს.  წარმოუდგენლად გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა. ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედება ხელისუფლების, რომ თან იძახიან ტერორიზმთან საქმე და თან არაფერს აკეთებენ, ასმაგად კიდევ უფრო გაუგებარია საერთოდ რითია დაკავებული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics