|
2019-05-07 17:52:07, 1823 ნახვა
ეკონომიკა
112-სა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და სამოქმედო ტაქტიკას შემდეგ სიტუაციებში: მომხმარებელთან ურთერთობის ზოგადი წესები, კომუნიკაცია, რთული სიტუაციების მართვის სტანდარტები, შემოსულ პრეტენზიებზე რეაგირებისა და მონიტორინგის წესი და სხვა. ჩატარდება ტრენინგები პროფესიული გადამზადებისა და ერთობლივი აქტივობის ორგანიზებისთვის. „საქართველოს რკინიგზაში“ მგზავრთა ინფორმაციულ მომსახურებას უზრუნველყოფს ქოლ-ცენტრი - 13 31. მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებს „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები გადაამზადებენ. სწავლის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. თავის მხრივ, "საქართველოს რკინიგზა" სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ხელს შეუწყობს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის ცნობადობის ამაღლებას.
(R)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)