14:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 17:00:19, 4018 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც როს უილსონმა აღნიშნა, აშშ-ს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერი და წარმატებული თანამშრომლობა აქვს.

ამერიკელმა დიპლომატმა თავდაცვის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

თავდაცვის სამინისტროში შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics