|
2019-05-07 13:59:44, 974 ნახვა
საზოგადოება
უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა საერთაშორისო მასშტაბებს იძენს
4-5 მაისს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2019“ გაიმართა. გამოფენაზე საქართველოში მოღვაწე დეველოპერებმა წარმოადგინეს საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართები. სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და უამრავი სიურპრიზი - ბინის შეძენით დაინტერესებულ ასობით ადამიანს ამ ორი დღის განმავლობაში არეა ექსპო 2019-ზე სწორედ ასე უმასპინძლეს. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გახლდათ, რომელიც გამოფენაში მონაწილეობას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელით იღებდა. სააგენტომ გამოფენაზე წარმოადგინა სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო ქონება, რითაც ინვესტორები და დეველოპერი კომპანიები დაინტერესდნენ. ღონისძიების პირველი დღის პანელის თემა იყო მშენებლობის ბაზრის პოტენციალი მზარდი ტურიზმის პირობებში და ენერგოეფექტურობა და ციფრული მენეჯმენტი. „აწარმოე საქართველოში“, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“ და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ტურიზმის სფეროს როლზე სამშენებლო ბაზარზე. მეორე დღე კი marketer.ge-ს მიერ ორგანიზებულ talk-სერიებს დაეთმო. Area Talks-ზე სპიკერებმა ისაუბრეს ბინის მოწყობის, ბინაში სწორი აკუსტიკის შექმნის, Airbnb-ის მეშვეობით ბინის გაქირავების და სხვა საინტერესო თემების შესახებ. გარდა ამისა, სტუმრებისთვის ჩატარდა სახალისო გათამაშებაც, სადაც სპეციალური პრიზები გათამაშდა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ სამშენებლო კომპანია Arcon Invest/არკონ ინვესტი და ავეჯისა და ქვის წარმოების კომპანია „ლაზიერი“. ღონისძიებას პარტნიორობას უწევდა საერთაშორისო სავაჭრო პალატა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო უძრავი ქონების სერვისების კომპანია „არეა ჯგუფი“.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)