|
2019-05-06 19:11:22, 1891 ნახვა
ეკონომიკა
თელავის ტექნოპარკში პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართება
7 მაისს 12:00 საათზე თელავის ტექნოპარკში (მისამართი: თელავი, რუსთაველის გამზირი #11), გაიმართება შეხვედრა პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის გავრცელების პროცესსა და ელექტრონული წიგნიერების გავრცელებას რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ ოჯახებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და ვისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ინტერნეტში ჩართვის ერთჯერადი ვაუჩერი. ასევე - რეგიონებში მოქმედ საწარმოებს პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ ტრენინგი ელექტრონულ წიგნიერებასა და კომერციაში, რაც გაზრდის აღნიშნული კომპანიების წარმატებული განვითარების შესაძლებლობებს ციფრული და ონლაინ რესურსების გამოყენების შედეგად. აღნიშნული სამიზნე აუდიტორია, განსაკუთრებით კი - მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები, შედარებით მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სამაუწყებლო თუ სოციალური მედიის მეშვეობით გაეცნონ ინფორმაციას მსგავსი პროგრამების შესახებ, ტარდება შეხვედრების სერია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, რათა გავავრცელოთ ინფორმაცია და მოვიზიდოთ ის პირები და ოჯახები, რომლებიც პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და აქვთ შესაძლებლობა მიიღონ აღნიშნული, ინტერნეტში ჩართვის მომსახურება. შეხვედრას დაესწრება ქალაქ თელავის მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი. პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისათვის“ 2017 წლიდან ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მასში უკვე ჩართულია 300-მდე მეწარმე და 100-მდე ოჯახი.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)