11:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 16:16:03, 1919 ნახვა

კომენტარი
საქართველოს შეიხი: ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ სასულიერო პირის დაუფიქრებელი განცხადებები 2 ერს შორის ურთიერთობას აზიანებს

სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი სასულიერო პირებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს დავით გარეჯის მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

რამინ იგიდოვის თქმით, ცალკეული პირების განცხადებები სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს და მსგავსი განცხადებების ტირაჟირებით, შესაძლოა, ორ ერს შორის ვითარება დაიძაბოს. 

„ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ სასულიერო პირის დაუფიქრებელი და მწვავე განცხადებები, რომლებიც ემოციურ ფონზე კეთდება, აზიანებს ორ ერს შორის ურთიერთობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პოზიცია სულ სხვაა და არ წარმოადგენს აღნიშნული პირების პოზიციას. ჩვენი ქვეყნები მოძმე ქვეყნებია. შესაბამისად, მსგავსი განცხადებებისგან ყველა თავს უნდა იკავებდეს", - ამბობს სრულიად საქართველოს შეიხი.

რამინ იგიდოვი აღნიშნავს, რომ საზღვრების მოწესრიგების საკითხი უახლოეს მომავალში, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. შეიხის შეფასებით, ამ პრობლემის რელიგიურ-ეთნიკური დაპირისპირების ჭრილში გადატანა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და შესაბამისად - აღნიშნული საკითხის რელიგიურ ან ეთნიკურ კონტექსტში გადაყვანა“, - აცხადებს რამინ იგიდოვი. 

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, დავით გარეჯში მოსალოცად ჩასულმა მეუფე იობმა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის გამო მუსლიმების საწინააღმდეგო მწვავე განცხადებები გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics