|
2019-05-06 14:40:45, 1019 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კრეათონის „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ გამარჯვებულები დღეს დასახელდებიან
თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კრეათონი - „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დღეს დასრულდება. დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდებიან საუკეთესო დავალების ავტორი ჯგუფები, რომლებსაც გარდა იმისა, რომ გადაეცემათ საპატიო და ორიგინალური ჯილდოები, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში. კრეათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ - ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას. კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)