16:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 11:14:17, 1746 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოებაც არის

„ჩვენი ამოცანაა, გარდავიქმნათ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად, რეფორმა გულისხმობს ენერგოეფექტურობასაც. ჩვენ მოვახერხებთ, რომ არამხოლოდ გავზარდოთ  გენერაცია, არამედ ვმართოთ ჩვენი მოთხოვნაც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გამნითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  გადაცემა "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას.

 მინისტრმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ გადაჭარბებული მოლოდინია, თითქოს როგორც კი  საქართველოში ენერგოეფექტურობის პრინციპები და მოთხოვნები შემოვა, ეს გადაწყვეტს მზარდი მოხმარების საკითხს და ქვეყანას ჰესები არ დასჭირდება.

 „ეს ასე არ არის, ევროპულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ ამის მიუხედავად, მზარდია ელექტროენერგიის მოხმარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 ამასთან, მინისტრის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია  ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაც არის. ნათია თურნავამ ამასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა - მისი ინფორმაციით, ევროპის საერთო ენერგეტიკული სისტემის 36 ქვეყნიდან, 28 მიიჩნევს - იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მათი ე.წ. გენერაციის ადეკვატურობა, მათ საკუთარი სიმძლავრეები 100 და მეტი პროცენტით უნდა უზრუნველყონ.

 „საჭიროება თუ დადგა, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ და საკუთარი ადგილობრივი გენერაციის წყაროებით 100-ივე პროცენტით საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საკუთარი მომხმარებლის უზრუნველყოფა და იმის იქით კიდევ დარჩეთ რეზერვი. ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ 100%-ით შევძლოთ ჩვენი მოხმარების უზრუნველყოფა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

  

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics