14:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 11:10:50, 947 ნახვა

საზოგადოება
ლადო კახაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს. მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ჭავჭავაძის გამზირის, ინგოროყვასა და ვეძინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო საკუთარი პროგრამა, ისაუბრა ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევის ლიმიტების ზრდა და ამორტიზებული შენობებისა და საცხოვრისების უმოკლეს პერიოდში რეაბილიტაცია. შეხვედრის დროს მოსახლეობის მხრიდან დაისვა რამდენიმე კონკრეტული საკითხი, მათ შორის ახალი ლიფტების  თანამონაწილეობით დამონტაჟება და სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია, რაზეც ამომრჩეველმა ლადო კახაძისგან მიიღო პირობა, რომ ყველა პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაიჭრება.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics