16:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 10:50:44, 1738 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი: ჩვენი ახალი ამოცანა არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანაა

„იცვლება ეკონომიკური ვითარება, ეკონომიკა დინამიური ხდება და დგება ახალი ამოცანები. ჩვენი ახალი ამოცანაა - არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის გადათარგმნა სიღარიბის დაძლევაში, ამ ზრდის  თითოეულ ოჯახში მიტანა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი live".

მინისტრის განცხადებით, მთავრობის სტრატეგია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის.

„ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ყველა ჩართულია და მას ყველა  გრძნობს. მაგრამ მთავარია, რა ტემპებით, რა ტაქტიკით, როგორ მივაღწევთ ამ შედეგს. ეკონომიკის სამინისტრო ძალიან კომპლექსური სამინისტროა, სადაც ბევრი დარგი, ქვედარგი, მიმართულება არის თავმოყრილი და თითოეულ დარგში არსებობს სტრატეგია. ჩვენი მთავარი ამოცანა - ეს არის მართლაც ახალი ტემპი, ახალი დინამიკა, ახალი დრაივი. მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო გახდეს სანიმუშო ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ბიზნესისთვის, სერვისების მიღება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული უნდა იყოს.

 „ეს სისტემა გამართულია და კარგად მუშაობს, რაღაც პერიოდისთვის ამოცანები შეასრულა. ახლა  ჩვენ მისი უკეთესობისკენ გადაწყობის შესაძლებლობებს ვხედავთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics