14:37 - 27 Jun, 2026
|
2019-05-05 14:57:54, 1287 ნახვა
საზოგადოება
112-ში, კახეთიდან, ამ დრომდე 100-მდე შეტყობინებაა შემოსული
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, კახეთიდან, ამ დრომდე 100-მდე შეტყობინებაა შემოსული. თითოეულ მათგანზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მყისიერ რეაგირებას ახდენენ. ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე - „კაბალი“, „არეში“ და „აფენი“ ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები დატბორა. მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, კახეთში ვითარება სტაბილურია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)