14:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-05 11:30:55, 975 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა 100-ზე მეტი მოსწავლის მონაწილეობით სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის N103 საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება გაიმართა.

ღონისძიებაში 100-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სკოლის შენობაში სიმულაციური საგანგებო სიტუაცია შექმნეს და დააკვირდნენ, როგორ გამოიყენეს მოსწავლეებმა საგანგებო სიტუაციის დროს ორგანიზებული ქცევის შესახებ სკოლაში შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.

გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს გააცნეს საგანგებო სიტუაციის დროს საკუთარი მოვალეობები - მოეწყო მაღალი სართულებიდან დაშვება, განხორციელდა შენობის ევაკუაცია, ჩაკეტილი სივრციდან მოქალაქის გამოყვანა და სხვა.

სიმულაციური სწავლების მიზანი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მზადყოფნა საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics