14:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-04 10:51:59, 1110 ნახვა

საზოგადოება
ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები გაიწმინდა

თბილისის მერი კახა კალაძე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურების გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

როგორც მერმა განმარტა, ცხაურები პერიოდულად ნაშალი მასალით ივსება და გაწმენდას საჭიროებს.

„13 ივნისის სტიქიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ვერეს ხეობას მონიტორინგს უწევდნენ, დაგვავალდებულეს, რომ მოგვეწყო ე.წ. ნატანდამჭერი ცხაურები. ეს პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ ჩვენ მუდმივად ვახდენთ დაკვირვებას და როდესაც ცხაურები ივსება ჩამოტანილი მასალით,  ისინი იწმინდება.  თქვენც ხედავთ, რა რაოდენობის ხე და ტალახია ჩამოტანილი. აუცილებელია, ეს გაიწმინდოს. განსაკუთრებით, გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში უხვი ნალექი მოდის და ყოველმხრივ მომზადებულები უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას ამ მიმართულებით. ამ სამუშაოებს ეტაპობრივად ვაწარმოებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით,  ვერეს ხეობის კალაპოტში დამონტაჟებული ცხაურების გაწმენდის სამუშაოები წელს, შარშანდელთან შედარებით, ადრე დაიწყო და  წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ, გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება.

ვერეს ხეობაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს, მერთან ერთად, მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics