|
2019-05-03 15:06:41, 1461 ნახვა
საზოგადოება
3 მაისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ გახსნეს. სააგენტოს მიერ ჩატარებული ფორუმების მიზანს, დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. ამ ეტაპზე, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა მსხვილმა სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიამ შესთავაზა. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მონაწილე კომპანიებს შორის იყვნენ: „გუდვილი“, „ვენდისი“, „სპარი“, „ჯიბე“, „ნიკორა“, „სუფთა სახლი“, „ჯიდიელი“, „თბილისისერვისჯგუფი“, „ვიქტორია სექიურითი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „რითეილ ჯგუფი“, აჭარა ჯგუფი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „გორგია“ და სხვა. დასაქმების ფორუმი თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას ინიციატივით გაიმართა და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენდნენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. 2018 წელს, სააგენტოს პროგრამების საშუალებით, ჯამში, 2000-მდე ადამიანი დასაქმდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)